სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი ფუნქციონირებს 2017 წლიდან.
ცენტრის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მსოფლიოში დამკვიდრებული, ყველაზე მაღალი სტანდარტების დანერგვა და განვითარებაა.
აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია პროფესიული კეთილსინდისიერება, მაღალი პროფესიონალული სტანდარტები, სათანადო მრავალწლიანი გამოცდილება, პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მკურნალობის მაქსიმალური უსაფრთხოება/კომფორტულობა.
ცენტრი უზრუნველყოფს ყველა სახის ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური პრობლემის მკურნალობას და მართვას
- ცენტრის პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება სტრესი და სტრესთან დაკავშირებული პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, ფობიები (შიშები), ქცევითი აშლილობები, ადაპტაციის დარღვევები, სოციალური ფობიები, კვებითი დარღვევები (ანორექსია/ბულიმია), აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (ლუდომანია).
- პიროვნული აშლილობები (ფსიქოპათიები)
- ცენტრში ხორციელდება ფსიქოზური რეგისტრის აშლილობების მკურნალობას და რეაბილიტაცია, როგორიცაა: შიზოფრენია, ქრონიკული ბოდვით აშლილობა, ორგანული ბუნების ფსიქოზური აშლილობები, ბიპოლარული აშლილობა, რეკურენტული (განმეორებადი) დეპრესია, ორგანული ბუნების აფექტური აშლილობები, დემენციის (სკლეროზი) დროს განვითარებული ფსიქიკური აშლილობები და ა.შ.
ჩვენს ცენტრში ფუნქციონირებს მრავალფეროვანი სერვისები, რომლებიც სრულ ინტეგრაციაშია ერთმენეთთან, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად უზრუნველყოფს პიროვნების “ფსიქოლოგიური კეთილდღეობის” და სოციალური ფუნქციონირების სრულფასოვან აღდგენას.
ცენტრში მკურნალობის ხარისხს უზრუნველყოფენ ფსიქიატრიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, ფსიქიატრი, დოქტორი – გუგა (გიორგი) სიხარულიძე, რომელსაც გააჩნია კლინიკურ, სამეცნიერო თუ პედაგოგიურ საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილება. გუგა სიხარულიძე არის საქართველოში პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი.
ცენტრის ფსიქოთერაპიულ და ფსიქორეაბილიტაციურ მიმართულებას უძღვება ფსიქოლოგი-ფსიქოთერაპევტი ნანა მამულაშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ფსიქოთერაპიული ასევე ფსიქოდიაგნოსტიკური და სექსოლოგიური მიმართულებით.
ცენტრში დღის სტაციონარულ მიმართულებას უძღვება ექიმი – ფსიქიატრი სოფო სალია, რომელსაც გააჩნია აღნიშნული მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება.
სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ხორციელდება შემდეგი სახის სერვისები:
- სამედიცინო (დიაგნოსტიკა/მკურნალობა),
- ფსიქოთერაპია (ინფდივიდუალური/ჯგუფური/ოჯახური),
- ფსიქოდიაგნოსტიკა, პიროვნების კვლევა (პიროვნების ფსიქოლოგიური პროფილი), ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, არტ_თერაპია.
ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ წამყვან კლინიკებთან თუ სამედიცინო ცენტრებთან.
ცენტრის ბენეფიციარებს მოწვეული სპეციალისტების სახით კონსულტაციას უწევენ სხვადასხვა პროფილის წამყვანი სპეიალისტები.
ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სამეცნიერო მიმართულება, სადაც ის თანაშრომლობს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ უცხოელ მეცნიერებთან და უნივერსიტეტებთან.
ცენტრი ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების უწყვეტ განათლებაზე და კვალიფიკაციის შემდგომ ამაღლებაზე.
ცენტრში ასევე ფუნქციონირებს საგანმანათლებლო მიმართულება ფსიქოლოგიის სტუდენტებისათვის თუ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.