+995 32 2 440 550
ირაკლი გამრეკელის 47ა, 0186, თბილისი
სამუშაო საათები
ორშაბათი-კვირა 10.00 - 19.00
სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის შესახებ
აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია პროფესიული კეთილსინდისიერება, მაღალი პროფესიონალული სტანდარტები, სათანადო მრავალწლიანი გამოცდილება, პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მკურნალობის მაქსიმალური უსაფრთხოება/კომფორტულობა.
ცენტრი უზრუნველყოფს ყველა სახის ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური პრობლემის მკურნალობას და მართვას. ცენტრის პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება სტრესი და სტრესთან დაკავშირებული პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, ფობიები (შიშები), ქცევის აშლილობები, ადაპტაციის დარღვევები, სოციალური ფობიები, კვებითი დარღვევები, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ.
სერვისები
დღის სტაციონარი
ამბულატორია
ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
ინდივიდულაური თერაპიის დროს ფსიქოტერაპევტი მუშაობს მის ხელთ არსებული მეტობისა და ტექნიკების გამოყენებით.
ჯგუფური თერაპია
სიახლეები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სამკურნალო პროგრამა
აღნიშნული პროგრამა მოიცავს ექიმის, ფსიქოთერაპევტის და არტთერაპევტის აქტიურ ჩართულობას და მკურნალობას.
ლუდომანიამ (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) ბოლო ათწლეულის განმავლობაში განასკუთრებული აქტუალობა შეიძინა საქართველოში. პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, მხოლოდ კომპლექსური მიდგომა იძლევა განკურნების მეტ ალბათობას.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გაიდლაინებს.
ჩვენი ცეტრის სპეციალისტებს გააჩნიათ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებულ პირებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
მოკლე ინფორმაცია თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ:
- თამაშისადმი მომატებული, მუდმივი ლტოლვა, სათამაშო დაწესებულებებში დიდი დროის გატარება
- ინტერესთა სფეროს შევიწროვება – სხვა ინტერსების გაქრობა ან დაქვეითება და მხოლოდ თამაშზე ფიქრი
- ლუდომანი ძირითადად თამაშზე ფიქრობს, გონებაში წარმოსახავს თამაშთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომბინაციებს
- ნებელობის დაქვეთება, კონტროლის მექანიზმის დაკარგვა
- თამაშის თვითნებურად ან იძულებით შეწყვეტის შემთხვევაში ძლიერი ფსიქოლოგიური სიმპტომების აღმოცენება, როგორიცაა: დაძაბულობა, ადვილად გამღიზიანებლობა, შფოთვა, უხალისობა, უძილობა და ა.შ.
- დადებული ფსონებზე რაციონალური კონსტროლის დაკარგვა, და შესაძლებლობეთან შედარებით გაზრდა, რასაც თან ერთვის ფინანსური, ოჯახური, თუ სოციალური პრობლემები
პროლონგირებული ექსპოზიციის თერაპია (PET)
აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს კოგნიტურ-ბიჰევიორული მეთოდის სახესხვაობას, რომელიც სპეციფიკურად შეიქმნა პოსსტრავმული სტრესული პრობლემების სამკურნალოდ.
თერაპიის დროს ხდება ტრავმული მოვლენის ხელახალი განცდა, რის ფონზეც თანდათან იკლებს ტრავმატული ფაქტის მიმართ ნეგატიური და ამრიდებლური ქცევა, იკარგება მასთან ნეგატიური ემოციური კავშირი, რაც განაპირობებს პოსსტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების შემცირებას.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა (EMDR)
აღნიშნული ფსიქოთერაპიული მეთოდი 2015 წელს, პირველად საქართველოში დაინერგა ჰოლანდიელი სპეციალისტების (Walther Van Lieshout, Rianneke van der Gaag) დახმარებით. ტრენინგები განხორციელდა 2 ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდა მეთოდის ათვისება, შემდგომ ეტაპზე მოხდა ჩვენს მიერ განხორციელებული თერაპიების ანალიზი, მათი ეფექტურობის და სწორად ჩატარების შეფასება. ამ პერიოდიდად აღნიშნული მეთოდი ფსიქოლოგ ნანა მამულაშვილის მიერ აქტიურად გამოიყენებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობების სამკურნალოდ.
მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს სწრაფი შედეგი 4-6 სეანსი. ასეთ მოკლე დროში შესაძლებელია სრულფასოვანი შედეგის მიღება, დროში ხანგრძლივი ეფექტით.
ჩვენს ცენტრში გამოიყენება უახლესი მოწყობილობა (EMDR Kit 2_2017), რომელიც მკვეთრად ზრდის აღნიშნული მეთოდის ჩატარების კომფორტულობას და ეფექტურობას.
ქვემოთ გაწვდით პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მოკლე აღწერას:
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) აღმოცენდება ადამიანის ფსიქიკაზე განსაკუთრებით ძლიერი მატრავმირებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, როგორიც არის ომი, ბუნებრივი კატაკლიზმები, კატასტროფა, ძალადობა, წამება, ოჯახში სასტიკი მოპყრობა. ამ დროს ძირითად ნიშანს წარმოადგენს სტრესული მოვლენის ხელახლა განცდა, იმ სუტუაციებისათვის თავის არიდება რომელიც ასოციაციურად უკავშირდება მატრავმირებელ სიტუაციას, საკუთარი თავის ან სხვების დადანაშაულება ტრავმული შემთხვევის გამო ან მის მიერ გამოწვეულ მოვლენებში, წარსულ სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებითი, შემაწუხებელი სიზმრები, უეცრად ისე მოქცევა, ან ისეთი გრძნობის გაჩენა, თითქოს სტერსული გამოცდილება მეორდება, ფიზიკური რეაქციების ქონა (მაგ, გულის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, ან ოფლიანობა) მაშინ როდესაც რაიმე წარსულ სტრესულ გამოცდილებას გახსენდებათ, თავის არიდება წარსულ სტრესულ გამოცდილებაზე ფიქრისგან ან საუბრისგან საკუთარ თავზე, სხვებზე ან სამყაროზე მუდმივად წარმოდგენილი და გადაჭარბებული ნეგატიური შეფასებები ან მოლოდინები
ხშირად დასმული კითხვები
ნიშნავს, თუ არა ფსიქიატრთან მიმართვა ან მკურნალობა იმას, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა სერიოზული და მძიმეა?
რა თქმა უნდა არა. აღნიშნული სპეციალობის, ზოგადად ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემების მაღალი სტიგმატიზაციის გამო ადამიანები ხშირად თავს არიდებენ შესაბამისი პროფილის სპეციალისტებისათვის მიმართვას. ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემები ისევე საჭიროებენ მკურნალობას და დახმარებას, როგორც ჯანმრთელობის სხვა (სომატური) პრობლემები. აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემები ცხოვრების სტრესული რეჟიმიდან გამომდინარე საკმაოდ ხშირია და სულაც არ არის ადამიანების "სისუსტის" ან "ნაკლოვანების" მაჩვენებელი, რადგან ყველაფერს აქვს შესაძლებლობის ზღვარი და მათ შორის ჩვენი ფსიქიკის "დამცველობით" რესურსსაც.
ფსიქიატრის ჩარევა დახმარება მხოლოდ ძალიან მძიმე შემთხვევაშია საჭირო ?
ფსიქიატრის კომპეტენციის ფარგლებში შედის ნებისმიერი ფორმის და სიმძიმის ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემის მკურნალობა, დაწყებული შფოთვითი (ნევროზული), ფობიკური (შიშები) დეპრესიული, პიროვნული (სახიათობრივი), კვებითი (ანორექსია, ბულიმია) პრობლემებით, დამთავრებული ფსიქოზური რეგისტრის აშლილობებით.
+995 32 2 440 550
ირაკლი გამრეკელის 47ა, 1086, თბილისი
+ 995 32 2 440 550
Irakli Gamrekeli 47a, 0186, Tbilisi