ჩვენს ცენტრში ხორციელდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (ლუდომანია) სამკურნალო/რეაბილიტაციური პროგრამა.
აღნიშნული პროგრამა მოიცავს ექიმის, ფსიქოთერაპევტის და არტთერაპევტის აქტიურ ჩართულობას და მკურნალობას.
ლუდომანიამ (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) ბოლო ათწლეულის განმავლობაში განასკუთრებული აქტუალობა შეიძინა საქართველოში. პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, მხოლოდ კომპლექსური მიდგომა იძლევა განკურნების მეტ ალბათობას.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გაიდლაინებს.
ჩვენი ცეტრის სპეციალისტებს გააჩნიათ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებულ პირებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მოკლე ინფორმაცია თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ:

  • თამაშისადმი მომატებული, მუდმივი ლტოლვა, სათამაშო დაწესებულებებში დიდი დროის გატარება
  • ინტერესთა სფეროს შევიწროვება – სხვა ინტერსების გაქრობა ან დაქვეითება და მხოლოდ თამაშზე ფიქრი
  • ლუდომანი ძირითადად თამაშზე ფიქრობს, გონებაში წარმოსახავს თამაშთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომბინაციებს
  • ნებელობის დაქვეთება, კონტროლის მექანიზმის დაკარგვა
  • თამაშის თვითნებურად ან იძულებით შეწყვეტის შემთხვევაში ძლიერი ფსიქოლოგიური სიმპტომების აღმოცენება, როგორიცაა: დაძაბულობა, ადვილად გამღიზიანებლობა, შფოთვა, უხალისობა, უძილობა და ა.შ.
  • დადებული ფსონებზე რაციონალური კონსტროლის დაკარგვა, და შესაძლებლობეთან შედარებით გაზრდა, რასაც თან ერთვის ფინანსური, ოჯახური, თუ სოციალური პრობლემები