ჩვენს ცენტრში აქტიურად გამოიყენება EMDR (თვალის დესენსიტივაციისა და რეპროცესირების მეთოდი) დღეს დღეისობით ყველაზე ეფექტური მეთოდი პოსტტრავმული სტრესული პრობლემების სამკურნალოდ.
აღნიშნული ფსიქოთერაპიული მეთოდი 2015 წელს, პირველად საქართველოში დაინერგა ჰოლანდიელი სპეციალისტების (Walther Van Lieshout, Rianneke van der Gaag) დახმარებით. ტრენინგები განხორციელდა 2 ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდა მეთოდის ათვისება, შემდგომ ეტაპზე მოხდა ჩვენს მიერ განხორციელებული თერაპიების ანალიზი, მათი ეფექტურობის და სწორად ჩატარების შეფასება. ამ პერიოდიდად აღნიშნული მეთოდი ფსიქოლოგ ნანა მამულაშვილის მიერ აქტიურად გამოიყენებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობების სამკურნალოდ.
მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს სწრაფი შედეგი 4-6 სეანსი. ასეთ მოკლე დროში შესაძლებელია სრულფასოვანი შედეგის მიღება, დროში ხანგრძლივი ეფექტით.
ჩვენს ცენტრში გამოიყენება უახლესი მოწყობილობა (EMDR Kit 2_2017), რომელიც მკვეთრად ზრდის აღნიშნული მეთოდის ჩატარების კომფორტულობას და ეფექტურობას.

ქვემოთ გაწვდით პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მოკლე აღწერას:

პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) აღმოცენდება ადამიანის ფსიქიკაზე განსაკუთრებით ძლიერი მატრავმირებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, როგორიც არის ომი, ბუნებრივი კატაკლიზმები, კატასტროფა, ძალადობა, წამება, ოჯახში სასტიკი მოპყრობა. ამ დროს ძირითად ნიშანს წარმოადგენს სტრესული მოვლენის ხელახლა განცდა, იმ სუტუაციებისათვის თავის არიდება რომელიც ასოციაციურად უკავშირდება მატრავმირებელ სიტუაციას, საკუთარი თავის ან სხვების დადანაშაულება ტრავმული შემთხვევის გამო ან მის მიერ გამოწვეულ მოვლენებში, წარსულ სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებითი, შემაწუხებელი სიზმრები, უეცრად ისე მოქცევა, ან ისეთი გრძნობის გაჩენა, თითქოს სტერსული გამოცდილება მეორდება, ფიზიკური რეაქციების ქონა (მაგ, გულის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, ან ოფლიანობა) მაშინ როდესაც რაიმე წარსულ სტრესულ გამოცდილებას გახსენდებათ, თავის არიდება წარსულ სტრესულ გამოცდილებაზე ფიქრისგან ან საუბრისგან საკუთარ თავზე, სხვებზე ან სამყაროზე მუდმივად წარმოდგენილი და გადაჭარბებული ნეგატიური შეფასებები ან მოლოდინები