Loading

გუნდი

გუგა (გიორგი) სიხარულიძე

ფსიქიატრი/პროფესორი/აკადემიური დოქტორი/დამფუძნებელი
2018 წლიდან გუგა სიხარულიძე გახდა ნატო-ს პროგრამა - მეცნიერება მშვიდობისათვის და უსაფრთხოებისათვის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რომელთა მიზანია ტერორიზმით გამოწვეული სტრესის რისკის მართვის გაიდლაინის შექმნა.
2018 წელს მან მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხი სამხედრო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმართულებით, რომელიც დააფუძნა და განახორციელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
2005 წლიდან რეზიდენტური დამთავრების შემდეგ უწყვეტად ეწევა როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ საექიმო საქმიანობას. არის პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი (2007 წლიდან). 2017 წლიდან სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დამფუძნებელი.
2015 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) დოქტორობის კანდიდატი, სამეცნიერო კვლევითი მიმართულება - პოსტტრავმული სტრესი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემები.
2013 წელს მის მიერ მომზადებული სამხედრო ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის პროექტის მოწონების შემდეგ, 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა შესაბამის უწყებას თავდაცვის სამინისტროში, სადაც დაინერგა ფსიქოლოგიური შეფასების, დახმარების, მკურნალობის და რეაბილიტაციის პროექტები, წარმატებით განხორციელდა ფსიქოლოგიური შერჩევის (Psychological HR) სისტემის დანერგვა, დაიწყო სამეცნიერო მუშაობა და ფსიქოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამა, სუიციდის პრევენციის პროგრამა.
არის ევროპის ტრავმატული სტრესის ასოციაციის (ESTSS) წევრი. 20 ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ORCID ID orcid.org/0000-0002-8778-122X  | Researcher ID L-3330-2016 |  Scopus Author ID: 14527751700 მეტი ინფორმაცია

ნანა მამულაშვილი

ფსიქოლოგი / ფსიქოთერაპევტი / ფსიქოსექსოლოგი.
1986 წლიდან ფსიქოლოგიის ფაკულტეტის და პათოფსიქოლოგიის ლაბორატორიაში თეორიული და პრაქტიკული საკვალიფიკაცო კურსის შემდეგ ეწევა, ფსიქოთერაპიულ საქმიანობას. ამავე პერიოდიდან მუშაობს ფსიქოდიაგნოსტიკის და პათო ფსიქოლოგიის მიმართულებით. 1989 წლიდან პოსტტრავმულ აშლილობებთან აქტიური მუშაობს (9 აპრილს მოწამლულთა ცენტრი- ფსიქოთერაპევტი). 1990 წლიდან არის საქართველოში პირველი სექსოლოგიური ცენტრის "ლიგა"  დამფუძნებელი და ფსიქოთერაპევტი, სადაც მუშაობდა ფსიქოლოგიური პრობლემებით გამოწვეული სექსუალური პრობლემების მიმართულებით. 2008 წლიდან არის პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგ/ფსიქოთერაპევტი. 2014 წლიდან თავდაცვის სამინისტროში ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტში ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიური შეფასებისა და რეაბილიტაციის მიმართულებას, აქტიურად მონაწილეობდა სუიციდის პრევენციის პროექტში. 2017 წლიდან სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ხელმძღვანელობს ფსიქოთერაპიის მიმართულებას. პირველად სააქართველოში  ჰოლანდიელი სპეციალისტების დახმარებით 2 გაიარა ტრეინინგი EMDR (თვალის დესენსიტივიზაციისა და რეპროცესირების მეთოდი), რომელსაც აქტიურად იყენებდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობების დროს და სხვადასხვა შიშების (ფობიების) დროს პირველად საქართველოში ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით გაიარა ტრეინინგი PET - გახანგრძლივებული ექსპოზიციის თერაპია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია სტრესთან დაკავშირებული დარღვევების ასევე ფობიების (შიშების) დროს. მეტი ინფორმაცია

სოფო სალია

ფსიქიატრი/ნარკოლოგი
2006 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრის სპეციალობით რეზიდენტური დამთავრების შემდეგ ეწევა, კლინიკურ სამედიცინო საქმიანობას, როგორც სტაციონარში ასევე ამბულატორიულად. აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სხვადასხვა სახეობის თუ სიმძიმის ფსიქოლოგიური/ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებთან. მეტი ინფორმაცია

სოფო კოკოლიშვილი

ფსიქოლოგი/არტ თერაპევტი
  • 2008 წლიდან დღემდე  მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ახორციელებს  კლიენტის/ბენეფიციარის საჭიროებებისა და რისკების შეფასებას, შეფასების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადებას  მულტიდისციპლინარული გუნდისთვის. საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალურ და ჯგუფურ არტთერაპიულ მუშაობას.  დღეისათვის აქვს თეორიული ცოდნისა და მულტიდისციპლინარულ გუნდში პრაქტიკული მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება:
  • ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებთან (2008 წლიდან დღემდე)
  • არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან (2010-2012წწ)
  • ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან (2008წ)
  • ადრეული განვითარების (ასაკის) ბავშვებთან (2009წ-დღემდე)
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან (2013წ-დღემდე)
მეტი ინფორმაცია

ნინო ზაქარაია

მეტი ინფორმაცია

მარიამ მამრიკიშვილი

მეტი ინფორმაცია