გუგა (გიორგი) სიხარულიძე
ფსიქიატრი/პროფესორი/აკადემიური დოქტორი/დამფუძნებელი
2018 წელს მან მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის აკადემიური ხარისხი სამხედრო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმართულებით, რომელიც დააფუძნა და განახორციელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
2005 წლიდან რეზიდენტური დამთავრების შემდეგ უწყვეტად ეწევა როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ საექიმო საქმიანობას. არის პირველი კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის თანადამფუძნებელი (2007 წლიდან). 2017 წლიდან სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დამფუძნებელი.
2015 წლიდან ლეიდენის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) დოქტორობის კანდიდატი, სამეცნიერო კვლევითი მიმართულება - პოსტტრავმული სტრესი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური პრობლემები.
2013 წელს მის მიერ მომზადებული სამხედრო ფსიქოლოგიური სისტემის შექმნის პროექტის მოწონების შემდეგ, 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა შესაბამის უწყებას თავდაცვის სამინისტროში, სადაც დაინერგა ფსიქოლოგიური შეფასების, დახმარების, მკურნალობის და რეაბილიტაციის პროექტები, წარმატებით განხორციელდა ფსიქოლოგიური შერჩევის (Psychological HR) სისტემის დანერგვა, დაიწყო სამეცნიერო მუშაობა და ფსიქოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამა, სუიციდის პრევენციის პროგრამა.
არის ევროპის ტრავმატული სტრესის ასოციაციის (ESTSS) წევრი. 20 ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი ORCID ID orcid.org/0000-0002-8778-122X | Researcher ID L-3330-2016 | Scopus Author ID: 14527751700 მეტი ინფორმაცია
ნანა მამულაშვილი
ფსიქოლოგი / ფსიქოთერაპევტი / ფსიქოსექსოლოგი.
სოფო სალია
ფსიქიატრი/ნარკოლოგი
სოფო კოკოლიშვილი
ფსიქოლოგი/არტ თერაპევტი
- 2008 წლიდან დღემდე მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ახორციელებს კლიენტის/ბენეფიციარის საჭიროებებისა და რისკების შეფასებას, შეფასების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადებას მულტიდისციპლინარული გუნდისთვის. საჭიროებიდან გამომდინარე ინდივიდუალურ და ჯგუფურ არტთერაპიულ მუშაობას. დღეისათვის აქვს თეორიული ცოდნისა და მულტიდისციპლინარულ გუნდში პრაქტიკული მუშაობის ცხრაწლიანი გამოცდილება:
- ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებთან (2008 წლიდან დღემდე)
- არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან (2010-2012წწ)
- ომის შედეგად დაზარალებულ პირებთან (2008წ)
- ადრეული განვითარების (ასაკის) ბავშვებთან (2009წ-დღემდე)
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან და მათ მშობლებთან (2013წ-დღემდე)