Loading

სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის შესახებ

ჩვენი მიზნები და ამოცანები

ცენტრის მიზანს წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დღეს მსოფლიოში დამკვიდრებული ყველაზე მაღალი სტანდარტების დანერგვა და გავითარება. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია პროფესიული კეთილსინდისიერება, მაღალი პროფესიონალული სტანდარტები, სათანადო მრავალწლიანი გამოცდილება,  პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მკურნალობის მაქსიმალური უსაფრთხოება/კომფორტულობა.  ცენტრი უზრუნველყოფს ყველა სახის ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური პრობლემის მკურნალობას და მართვას. ცენტრის პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება სტრესი და სტრესთან დაკავშირებული პრობლემები –  შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევები, ფობიები (შიშები), ქცევის აშლილობები, ადაპტაციის დარღვევები, სოციალური ფობიები, კვებითი დარღვევები, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ.

სერვისები

დღის სტაციონარი

დღის სტაციონარი არის მაღალეფექტური და თანამედროვე მკურნალობის ფორმა, როდესაც პაციენტი  დღის განმავლობაში კლინიკაში იღებს ინტენსიურ და სრულფასოვან სამედიცინო სერვისებს და დღის დარჩენილ ნაწილს ატარებს სახლში არ მისთვის სასურველ ადგილას. 

ამბულატორია

ამბულატორიულ განყოფილებაში ხდება პირველადი კონსულტირება, მდგომარეობის შეფასება/დიაგნოსტიკა, პაციენტთან შეთანხმებით მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა, მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოთერაპია. პაციენტს მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია შეთავაზებული მეთოდების/სერვისების შესახებ.         

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია მიმართულია ადამიანის მიმდინარე, აქტუალურ პრობლემებსა და მისი შინაგანი შემაწუხებელი მდგომარეობის კორექციაზე. ინდივიდულაური თერაპიის დროს ფსიქოტერაპევტი მუშაობს მის ხელთ არსებული მეტობისა და ტექნიკების გამოყენებით.

ჯგუფური თერაპია

ჯგუფური ფსიქოთერაპია აერთიანებს ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელთაც თვისობრივად ერთნაირი პრობლემები გააჩნიათ. ჯგუფური თერაპია მიმართულია ურთიერთობითი კონფლიქტების, პრობლემების მოგვარებაზე.  წარმოადგენს უფრო სოციალურ და ქცევით ტრენინგს, მიმართულს სოციალური კომეპტენციების განვითარებასა და კომუნიკაციის უნარის ჩამოყალიბებაზე.

სიახლეები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სამკურნალო პროგრამა

ჩვენს ცენტრში ხორციელდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (ლუდომანია) სამკურნალო/რეაბილიტაციური პროგრამა. აღნიშნული პროგრამა მოიცავს ექიმის, ფსიქოთერაპევტის და არტთერაპევტის აქტიურ ჩართულობას და მკურნალობას. ლუდომანიამ (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება) ბოლო ათწლეულის განმავლობაში განასკუთრებული აქტუალობა შეიძინა საქართველოში. პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, მხოლოდ კომპლექსური მიდგომა იძლევა განკურნების მეტ ალბათობას. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო გაიდლაინებს. ჩვენი ცეტრის სპეციალისტებს გააჩნიათ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებულ პირებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მოკლე ინფორმაცია თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ:
  • თამაშისადმი მომატებული, მუდმივი ლტოლვა, სათამაშო დაწესებულებებში დიდი დროის გატარება
  • ინტერესთა სფეროს შევიწროვება - სხვა ინტერსების გაქრობა ან დაქვეითება და მხოლოდ თამაშზე ფიქრი
  • ლუდომანი ძირითადად თამაშზე ფიქრობს, გონებაში წარმოსახავს თამაშთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომბინაციებს
  • ნებელობის დაქვეთება, კონტროლის მექანიზმის დაკარგვა
  • თამაშის თვითნებურად ან იძულებით შეწყვეტის შემთხვევაში ძლიერი ფსიქოლოგიური სიმპტომების აღმოცენება, როგორიცაა: დაძაბულობა, ადვილად გამღიზიანებლობა, შფოთვა, უხალისობა, უძილობა და ა.შ.
  • დადებული ფსონებზე რაციონალური კონსტროლის დაკარგვა, და შესაძლებლობეთან შედარებით გაზრდა, რასაც თან ერთვის ფინანსური, ოჯახური, თუ სოციალური პრობლემები
მეტი ინფორმაცია

პროლონგირებული ექსპოზიციის თერაპია (PET)

პროლოგნირებული ექსპოზიციის თერაპია (PET) პირველად საქართველოში (2016) დაინერგა ამერიკელი ფსიქოლოგების (Joel Foster, David Tubman) დახმარებით. აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს კოგნიტურ-ბიჰევიორული მეთოდის სახესხვაობას, რომელიც სპეციფიკურად შეიქმნა პოსსტრავმული სტრესული პრობლემების სამკურნალოდ. თერაპიის დროს ხდება ტრავმული მოვლენის ხელახალი განცდა, რის ფონზეც თანდათან იკლებს ტრავმატული ფაქტის მიმართ ნეგატიური და ამრიდებლური ქცევა, იკარგება მასთან ნეგატიური ემოციური კავშირი, რაც განაპირობებს პოსსტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების შემცირებას.
მეტი ინფორმაცია

პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა (EMDR)

ჩვენს ცენტრში აქტიურად გამოიყენება EMDR (თვალის დესენსიტივაციისა და რეპროცესირების მეთოდი) დღეს დღეისობით ყველაზე ეფექტური მეთოდი პოსტტრავმული სტრესული პრობლემების სამკურნალოდ. აღნიშნული ფსიქოთერაპიული მეთოდი 2015 წელს, პირველად საქართველოში დაინერგა ჰოლანდიელი სპეციალისტების (Walther Van Lieshout, Rianneke van der Gaag) დახმარებით. ტრენინგები განხორციელდა 2 ეტაპად, პირველ ეტაპზე მოხდა მეთოდის ათვისება, შემდგომ ეტაპზე მოხდა ჩვენს მიერ განხორციელებული თერაპიების ანალიზი, მათი ეფექტურობის და სწორად ჩატარების შეფასება. ამ პერიოდიდად აღნიშნული მეთოდი ფსიქოლოგ ნანა მამულაშვილის მიერ აქტიურად გამოიყენებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობების სამკურნალოდ. მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს სწრაფი შედეგი 4-6 სეანსი. ასეთ მოკლე დროში შესაძლებელია სრულფასოვანი შედეგის მიღება, დროში ხანგრძლივი ეფექტით. ჩვენს ცენტრში გამოიყენება უახლესი მოწყობილობა (EMDR Kit 2_2017), რომელიც მკვეთრად ზრდის აღნიშნული მეთოდის ჩატარების კომფორტულობას და ეფექტურობას. ქვემოთ გაწვდით პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მოკლე აღწერას: პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (პტსა) აღმოცენდება ადამიანის ფსიქიკაზე განსაკუთრებით ძლიერი მატრავმირებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, როგორიც არის ომი, ბუნებრივი კატაკლიზმები, კატასტროფა, ძალადობა, წამება, ოჯახში სასტიკი მოპყრობა. ამ დროს ძირითად ნიშანს წარმოადგენს სტრესული მოვლენის ხელახლა განცდა, იმ სუტუაციებისათვის თავის არიდება რომელიც ასოციაციურად უკავშირდება მატრავმირებელ სიტუაციას, საკუთარი თავის ან სხვების დადანაშაულება ტრავმული შემთხვევის გამო ან მის მიერ გამოწვეულ მოვლენებში, წარსულ სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებითი, შემაწუხებელი სიზმრები, უეცრად ისე მოქცევა, ან ისეთი გრძნობის გაჩენა, თითქოს სტერსული გამოცდილება მეორდება, ფიზიკური რეაქციების ქონა (მაგ, გულის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, ან ოფლიანობა) მაშინ როდესაც რაიმე წარსულ სტრესულ გამოცდილებას გახსენდებათ, თავის არიდება წარსულ სტრესულ გამოცდილებაზე ფიქრისგან ან საუბრისგან საკუთარ თავზე, სხვებზე ან სამყაროზე მუდმივად წარმოდგენილი და გადაჭარბებული ნეგატიური შეფასებები ან მოლოდინები
მეტი ინფორმაცია

ხშირად დასმული კითხვები

Frequently Asked Questions