დღის სტაციონარი
დღის სტაციონარი მოიცავს:
დღის განმავლობაში პაციენტის ცენტში ყოფნას დილის 11:00 დან 18:00 საათამდე. მკურნალობა არის კომპლექსური და მოიცავს დანიშნულების შერჩევას, ყოველდღიურ მონიტორინგს, ინტენსიურ მედიკამენტურ მკურნალობას, ასევე ყოველდღიურ ფსიქოთერაპიას, არტ-თერაპიას, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა პროფილის ექიმის კონსულტაციას. ცენტრში მოწყობილია შესაბამისი მყუდრო გარემო და დასვენების პირობები, სადაც თავისუფალ დროს სასიამოვნოდ გატარება შესაძლებელია.
პაციენტი დღის სტაციონარში მკურნალობის დროს იღებს სწრაფ, შედეგზე ორიენტირებულ, ინდივიდულურად მორგებული მაღალი ხარისხის მომსახურეობას.
დღის სტაციონარის (Day Clinic) ფორმა საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოში: Jons Hopkins Day Programm ; Max Planck Institute day clinic ; Helix psychiatric day hospital; Melbourne Clinic; Columbia Day Program; New Farm Clinic.
აღნიშნული სერვისის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ პაციენტი იღებს სტაციონარისათვის დამახასიათებელ ინტენსიურ და კომპლექსურ მკურნალობას ისე რომ არ უწევს კლინიკაში ღამე დარჩენა, რის გამოც კომფორტულობის კუთხით ახლოსაა ამბულატორიულ სერვისთან.
დღის სტაციონარი უფრო ხშირად გამოიყენება:
- როდესაც არ არის სტაციონარული მკურნალობის ჩატარება აუცილებელი და ასევე ამბულატორიული მკურნალობა არ არის საკმარისი
- მკურნალობის დასაწყისში, როდესაც რეკომენდებულია სწრაფად მდგომარეობის სიღრმისეული შეფასება, ყოველდღიური ინტესიური მონიტორინგი, მედიკამენტების ადაპტაცია და ინდივიდუალური მორგება, ასევე ინტენსიური ფსიქოთერაპია
- მდგომარეობის გამწვავებისას, როდესაც შეწყვეტილი მკურნალობის ან მიმდინარე მკურნლაობის ფონზე ხდება მდგომარეობის გამწვავება
- ამბულატორიულად მკურნალობის ნაკლებ/არა ეფეტურობისას, მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის გადასალახად