არტ-თერაპია
ხელოვნებით მკურნალობის თანამედროვე მეთოდი – არტთერაპია დიაგნოსტიკური, თერაპიული და რესურსული მკურნალობის მეთოდია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოხატოს მისთვის არასასიამოვნო განცდები, სოციალურად მისაღები ფორმით, ხელოვნების სხვადასხვა საშუალებებით: ხატით, ძერწვით, მანდალის შექმნით, ზღაპრით, მუსიკით, ფერით და ა.შ.
არტთერაპია ეხმარება ადამიანებს გადალახონ დადგენილი საზღვრები, შექმნან ახალი და მათთვის სასურველი რეალობა, საკუთარ ცხოვრებასა და სამყაროში შეიტანონ ცვლილებები .
არტთერაპიის შემთხვევაში განსხვავებულია მიდგომა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან. ითვალისწინებს პაციენტის სოციალურ გარემოცვას, მიდრეკილებებს, ხასიათის პიროვნულ თავისებურებებს, რაც გულისხმობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობას, ან ამ ორი მიდგომის ერთმანეთში მონაცვლეობას.
ხელოვნებით თერაპია ეფექტურია ისეთი პრობლემის დროს როგორიც არის: შიშები, შფოთვა, დეპრესია, ქცევის პრობლემები, აკვიატებული აზრები და ქმედებები და სხვ. სრულად შველის ან იძლევა მნიშვნელოვან შვებას, შემსუბუქებას, განმუხტვას -ემოციური და რაციონალური ბალანსის აღდგენას.
არტთერაპიის შედეგად ხდება – თვითგანვითარება, თვითგანკურნება, გარდაქმნა, საკუთარი თავის ღირსების შეგრძნება ,,მე-ს’’ ძალების გაქტიურება.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პრობლემის შინაარსსა და სიმძიმეზე, სოციალურ გარემოზე, ხასიათის პიროვნულ თავისებურებებზე.
ინდივიდუალური სესიის ხანგრძლივობა 1 საათი, ჯგუფური შეხვედრების ხანგრძლივობა 2 საათი.
თერაპიული სავარჯიშოები ინიშნება არტთერაპევტის მიერ პაციენტის პრობლემისა და ინდივიდუალობის გათვალისწინებით.