ამბულატორია
ამბულატორიული განყოფილება მოიცავს შემდეგ სერვისებს:
- მედიკამენტური მკურნალობა, რომელსაც ახორციელებს ექიმი. მდგომარეობის შეფასების შემდეგ პაციენტთან ერთად ხდება მედიკამენტის შერჩევა, მისი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, როგორიცაა დიაგნოზი, ასაკი, სქესი, სოციალური აქტივობა, ცხოვრების წესი, თანხმლები დაავადებები და ა.შ.
- ფსიქოთერაპია, რომელსაც ახორციელებს ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტი. ფსიქოთერაპიული მეთოდის შერჩევა ხდება ასევე ინდივიდუალურად, პაციენტთან შეთანხმებით, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ. შესაძლებელია გამოყენებული იყოს რამოდენიმე მეთოდი ერთდროულად (ეკლექტური) ან მონაცვლეობით
- ხელოვნება-თერაპია (არტ-თერაპია) ტარდება შესაბამისი გამოცდილების ფსიქოთერაპევტის მიერ. ის წარმატებით გამოიყენება, როგორც სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევისათვის, ასევე შემოქმედებითი ნიჭის დახვეწისა თუ განვითარებისთვის
- პიროვნების კვლევა (პიროვნული პროფილის შედგენა) – პიროვნების ხასიათობრივი თავისებურებების შესწავლა მსოფლიოში დღეს არსებული ყველაზე ეფექტური პიროვნული ტესტით (NEO_FFI-3), რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით ადაპტირებულია ქართულ პოპულაციაზე და მიღებული აქვს შესაბამისი ხარისხის და გამოყენების დოკუმენტი ტესტის ავტორების მხრიდან
- პათოფსიქოლოგიური კვლევა. გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების უფრო სიღრმისეული ფსიქოლოგიური კვლევისათვის. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ტესტის (MMPI) ელექტრული ვერსია, რომლის დამუშავება ხდება შესაბამის კვალიფიკაციის სპეციალისტის მიერ
ამბულატორიულ განყოფილებაში ხდება პირველადი კონსულტირება, მდგომარეობის შეფასება/დიაგნოსტიკა, მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა პაციენტთან ერთად, მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოთერაპია. მედიკამენტების და ფსიქოთერაპიული მეთოდების შერჩევისას პაციენტს მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია.