კოგნიტურ-ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ფსიქოთერაპიული მეთოდია.

კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია (CBT) ორი თერაპიული მეთოდის ნაზავს წამოდგენს – რომელიც ქცევითი (ბიჰევიორული) და კოგნიტური (შემცნებითი) თერაპიის გაერთინებული ვერსიაა. CBT ეფუძნება დაშვებას, რომ ინიდივიდის რწმენები და აზრები დიდ გავლენას ახდენს მის განწყობასა და ქცევაზე. მისი მიზანია აზროვნების ჯანსაღი და ადაპტური (მორგებული, შემგუებლური) ქცევის ჩამოყალიბება. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ინდივიდუალური თერაპიის  დროს გამოიყენება, ასევე ეფექტურია ჯგუფური თერაპიისას.

კოგნიტურ – ბიჰევიორული თერაპია როგორც წესი ტარდება კვირაში ერთხელ, სეანსის ხანგრძლივობა 1 საათი. თერაპიის ციკლის ხანგრძლივობა არის ინდივიდუალური, საშუალოდ 6 – 12 სეანსი. თუმცა დამოკიდებულია პრობლემის შინაარსსა და სიმძიმეზე, გარემო ფაქტორებზე და პიროვნების ქარაქტეროლოგიურ თავისებურებებზე.