Loading

ჯგუფური თერაპია

ხშირად ადამიანებს უჩნდებათ საზოგადოებასთან, სოციუმთან  (ოჯახი, სკოლა, სამსახური, მეგობრები, საყვარელი ადამიან(ებ)ი) ურთიერთობის პრობლემები. ჯგუფი იძლევა საშუალებას ადამიანებმა გაუზიარონ ერთმანეთს ცხოვრებისეული გამოცდილება პრობლემებთან გამკლავების ხერხები და ისწავლონ ახალი სხვების მაგალითზე.


ჯგუფური თერაპია იძლევა საშუალებას სხვისი თვალით შეხედონ ადამიანებმა საკუთარ თავს და პრობლემებს. შექმნან ურთიერთობის მოდელი (აქ და ეხლა), გაითვლისწინონ სხვათა რეაქციების მრავლფეროვნება მათი საქციელის მიმართ და მიიღონ მხარდაჭერა ჯგუფის წევრებისაგან. ასევე იძლევა საშუალებას ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ ჩამოყალიბდეს სოციუმთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები. 


ჯგუფური თერაპიის მიზანია ადამიანმა შეძლოს განსხვავებული და საწინააღმდეგო აზრის მოსმენა, გათვალისწინება და დიალოგის წარმოება. თერაპიის მიმდინარეობისას ერთ – ერთი ამოცანაა გაუმჯობესდეს პაციენტის თანაგრძნობისა (ემპათიის)  და თვითშეფასების ხარისხი. ჯგუფური თერაპიის მიმდინარეობისას თერაპევტი იყენებს მის ხელთ არსებულ სხვა და სხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებს და ტექნიკებს, ჯგუფის წევრების პრობლემებისა და სურვილების გათვალისწინებით.


ჯგუფური ფსიქოთერაპია ეფექტურია და განკუთვნილია ისეთი პრობლემების დასაძლევად, როგორიცაა: დეპრესია, შფოთვა, სოციალური ფობიები (შიშები), ქრონიკული ტკივილი, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება), კვებითი დარღვევები (ანორექსია, ბულიმია), აგრესიულობა, გადაჭარბებული მორცხვობა, მარტოობის შეგრძნება, დაქვეითებული თვითშეფასება.