Loading

ფსიქოთერაპია – EMDR

EMDR
EMDR (თვალის დესენსიტივაციისა და რეპროცესირების მეთოდი) განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:
შიშები (ფობიები):
  • კონკრეტული საგნის ან მოვლენის (ბაქტერიების, ფრენის, სიბნელის, დახურული სივრცის, სიმაღლის, კონკრეტული ცხოველის და ა.შ.)
  • სოციალური სიტუაციის (საზოგადოების წინაშე გამოსვლის, შეკრებების სადაც იქნებიან უცხო ადამიანები)
  • გარკვეულ გარემოში საფრთხის შეგრძნების (გაშლილი სივრცის, საზოგადოებრივი ტრასპორტი, ქუჩაში გასვლის, სახლის გარეთ მარტო დარჩენის);
ძლიერი სტრესის შემდგომ განვითარებული პრობლემები:
  • წარსულ სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული მოგონებები
  • წარსულ სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ სიტუაციებისათვის თავის არიდება
  • საკუთარი თავის ან სხვების დადანაშაულება ტრავმული შემთხვევის გამო ან მის მიერ გამოწვეულ მოვლენებში
  • წარსულ სტრესულ გამოცდილებასთან დაკავშირებული განმეორებითი, შემაწუხებელი სიზმრები
  • უეცრად ისე მოქცევა, ან ისეთი გრძნობის გაჩენა, თითქოს სტერსული გამოცდილება მეორდება
  • ფიზიკური რეაქციების ქონა (მაგ, გულის აჩქარება, სუნთქვის გაძნელება, ან ოფლიანობა), როდესაც რაიმე წარსულ სტრესულ გამოცდილებას გახსენებთ
  • თავის არიდება წარსულ სტრესულ გამოცდილებაზე ფიქრისგან  ან საუბრისგან
  • საკუთარ თავზე, სხვებზე ან სამყაროზე მუდმივად წარმოდგენილი და გადაჭარბებული ნეგატიური შეფასებები ან მოლოდინები

უახლესი მეთოდი EMDR (თვალის დესენსიტივაციისა და რეპროცესირების მეთოდი) პირველად საქართველოში ჰოლანდიელი სპეციალისტების (Walther Van Lieshout, Rianneke van der Gaag) დახმარებით 2015 წელს დაინერგა და მას შემდეგ აქტიურად და ეფექტურად გამოიყენება პოსტტრავმული მდგომარეობების, ტრავმის შემდგომი, გახანგრძლივებული სტრესული მდგომარეობების სამკურნალოდ. ევროპული თუ ამერიკული გზამკვლევების (Guidline) მიხედვით EMDR წარმოადგენს პირველი არჩევის მეთოდს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) დროს.

აღნიშნული მეთოდის განსაკუთრებით მაღალი ეფექტურობის გამო ის ასევე გამოიყენება ფობიების (შიშები) სამკურნალოდ.

EMDR იძლევა საშუალებას მცირე ვადებში ( 4-6 სეანსი ) მივიღოთ სწრაფი სრულფასოვანი შედეგი სრულ განკურნებამდე. შედეგი პოსტტრავმული სტრესის და ფობიების შემთხვევაში ხასიათდება დროში ხანგრძლივი ეფექტით.