პროლოგნირებული ექსპოზიციის თერაპია (PET) პირველად საქართველოში (2016) დაინერგა ამერიკელი ფსიქოლოგების (Joel Foster, David Tubman) დახმარებით.

აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს კოგნიტურ-ბიჰევიორული მეთოდის სახესხვაობას, რომელიც სპეციფიკურად შეიქმნა პოსსტრავმული სტრესული პრობლემების სამკურნალოდ.

თერაპიის დროს ხდება ტრავმული მოვლენის ხელახალი განცდა, რის ფონზეც თანდათან იკლებს ტრავმატული ფაქტის მიმართ ნეგატიური და ამრიდებლური ქცევა, იკარგება მასთან ნეგატიური ემოციური კავშირი, რაც განაპირობებს პოსსტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომების შემცირებას.